10 ხილი, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ


ხილის ჭამა ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. იხილეთ ათი ყველაზე სასარგებლო ხილის ჩამონათვალი.

1. გრეიპფრუტი - მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტია, ასევე ხელს უწყობს წონაში კლებას და ამცირებს ინსულინრეზისტენტობას.

2. ანანასი - მდიდარია C ვიტამინით და მანგანუმით. გარდა ამისა, ის შეიცავს ფერმენტ ბრომელაინს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს და ცილას გადაამუშავებს.

3. ავოკადო - ნახშირწყლებზე მეტად ჯანსაღ ცხიმებს შეიცავს. ავოკადოს ცხიმის დიდ ნაწილს ოლეინის მჟავა წარმოადგენს, რომელიც მონოუჯერი ცხიმია და ხელს უწყობს ანთებითი პროცესების კლებას და გულის უკეთ ფუნქციონირებას.

4. მოცვი - მასში მცენარეული ბოჭკოს, C, K ვიტამინების, მანგანუმისა და ანტიოქსიდების მაღალი შემცველობაა.

5. ვაშლი - დიდი რაოდენობით C ვიტამინს, B ვიტამინს, კალიუმსა და რკინას შეიცავს. კვლევები ცხადყოფს, რომ ვაშლში არსებული ანტიოქსიდები დიაბეტის, ალცჰაიმერისა და გულის დაავადებების რისკს ამცირებს.

6. ბროწეული - საკვები ნივთიერებებითაა მდიდარი, ასევე შეიცავს ძლიერ მცენარეულ ნაერთებს, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

7. მანგო - C ვიტამინის საუკეთესო წყაროა. ის შეიცავს ხსნად მცენარეულ ბოჭკოს, რომელსაც ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მანგოს აქვს ძლიერი ანტიოქსიდური და ანთების საწინააღმდეგო თვისება, რომელიც სხვადასხვა დაავადების რისკს ამცირებს.

8. მარწყვი - C ვიტამინის, მანგანუმის, ფოლიუმის მჟავის და კალიუმის ნამდვილი საბადოა. სხვა ხილთან შედარებით, მარწყვს დაბალი დიაბეტური ინდექსი გამოარჩევს. შესაბამისად, არ იწვევს სისხლში შაქრის მომატებას.

9. წითელი მოცვი - მისი წვენი და ექსტრაქტი ხელს უშლის საშარდე გზების ინფექციების ჩამოყალიბებას.

10. ლიმონის - განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. ლიმონი ხელს უშლის წონის მატებას, არეგულირებს წნევას და ებრძვის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას.