საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი დაინფიცირდა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 258-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსით სულ 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში კი 7 708 მოქალაქე იმყოფება.