ზიდანის ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა - რეალ მადრიდი ჩემპიონია


სათაურში ისიც არის ნათქვამი, რომ ეს ჩემპიონობა ზიზუს ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევაა. ძალიან რთულია ამის თქმა იმიტომ, რომ ზიდანის ანგარიშზე სამი მოგებული ჩემპიონთა ლიგაა. თუმცა ერთია ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე აიყვანო (თუნდაც სამჯერ) ჩემპიონი გუნდი, რომელშიც ფორმის პიკზე მყოფი კრიშტიანო რონალდო, ლუკა მოდრიჩი, სერხიო რამოსი და ტონი კროოსი გყავს და მეორეა, ჩაიბარო თაობათა ცვლის პროცესში გაჭედილი დეზორიენტირებული კლუბი, რომელიც ჯერ ისევ შოკშია თავისი უპირველესი ვარსკვლავის წასვლის გამო.