თოფაძე - ჟვანიას დაპირისპირება, ლევან თოფაძის გამოკითხვა გვიან ღამით დასრულდა


ლევან თოფაძის გამოკითხვა გვიან ღამით დასრულდა.

ლევან თოფაძის ადვოკატის, გიორგი ანთაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ დაუნახავს ჰქონდა, თუ არა ბუსა ჟვანიას დანა ან მსგავსი საგანი.

"მან აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო დაზიანებები, თუმცა ასევე განმარტა, რომ უშუალოდ დანა ან სხვა მსგავსი საგანი მას პირადად არ დაუნახავს. ბუსა ჟვანიასთან, როგორც თვითონ განმარტა, მხოლოდ ნაცნობობა ჰქონდა, გამარჯობით იცნობდა, დაპირისპირება მოხდა სატელეფონო საუბრის შედეგად, მიაყენეს ერთმანეთი შეურაცხყოფა.

დასმული იყო შეკითხვა გამომძიებლის მხრიდან და კატეგორიულად უარყო, რომ მას რაიმე სახით, ან ნებისმიერი საგნით დაზიანება მიეყენებინოს ბუსა ჟვანიასთვის," - ამბობს ლევან თოფაძის ადვოკატი.

შეგახსენებთ, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი 2 აგვისტოს დაჭრეს. განზრახ მკვლელობის მცდელობას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას ედავებიან.