,,გორმედი": ,, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას პაციენტი იყო უკიდურესად მძიმე, უპერსპექტივო" - რა გახდა 4 შვილის მამის გარდაცვალების მიზეზი


„კოვიდინიცირებული პაციენტი, 46 წლის მამაკაცი, რომელიც „გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში (ამჟამად კოვიდკლინიკა) გარდაიცვალა, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას იყო უკიდურესად მძიმე, უპერსპექტივო. პაციენტის სტაციონარიზაცია იყო დაგვიანებული. ხაშურის კოვიდკლინიკაში შეყვანისას, კორონავირუსით ინფიცირეულ პირს მარცხენა ფილტვი 90%-ით დახურული ჰქონდა, მარჯვენა კი - 60%-ით. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა უკიდურესად მძიმედ. კლინიკაში შეყვანისთანავე მოხდა მისი გადაყვანა მართვით სუნთქვაზე და მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად, უტარდებოდა ინტენსიური მკურნალობა, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აცხადებენ „გორმედის“ ადმინისტრაციაში.