ბათუმში კორონავირუსის 54 წლის ქალს დაუდასტურდა


ბათუმში კორონავირუსი 54 წლის ქალს დაუდასტურდა.

ინფიცირებულს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ასევე, ბათუმში გუშინ კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 1 058- შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.