რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დროებითი საშვის მისაღებად


უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს, 22:00 საათიდან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ცხელ ხაზზე დარეკვით დროებითი საშვის მიღება შეეძლებათ.

"გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებითვის ერთჯერადი, დროებითი საშვის მიღება 1441- ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს, 18.00 საათიდან," - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

9 ნოემრიდან ძალაში შევიდა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება.