პრემიერის გზავნილი ოპოზიციას - ,,ევროპული საქართველოს“ კომენტარი


პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, რომ პროცესებმა ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს. გიორგი გახარია ამბობს, რომ პოლიტიკურ კრიზისს მთავრობა დაუპირისპირებს ისეთ მეთოდებს, რომლითაც გაიზრდება ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხი.

"კრიზისი გამოიწვია ზოგადად ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო მმართველობამ და კერძოდ ამ არჩევნების სამარცხვინოდ ჩატარებამ. ამ არჩევნების სამარცხვინოდ შექმნილი შედეგების გაუქმება და ხელახალი არჩევნები - ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს და ბუნებრივია ოპოზიციასაც და დიალოგის არათუ წინააღმდეგი არ ვართ, ასეთი კრიზისების განმუხტვა ჯობია დიალოგით მოხდეს ყოველთვის," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია.