ექსკლუზივი: ჯუმბერ გოგიაშვილსა და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ - გორის სამშობიარო სახლში COVID-19 დაუდასტურდა თანამშრომლებსა და პაციენტს


ჯუმბერ გოგიაშვილსა და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ გოგიაშვილმა ინფორმაცია DIANEWS.GE-ს თავად დაუდასტურა. იგი ამ ეტაპზე მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია. რაც შეეხება წყაროს, როგორც ექიმი ამბობს, ინფიცირების წყარო დაზუსტებით უცნობია, თუმცა გოგიაშვილის განმარტებით, ის ან სამედიცინო დაწესებულებაში, ან მეზობლებისგან დაინფიცირდა. ამ ეტაპზე კორონავირუსი სამშობიარო სახლის კიდევ ორ თანამშრომელს აქვს დადასტურებული. როგორც ცნობილია, ჯუმბერ გოგიაშვილმა სიმპტომების გამოვლენამდე პაციენტს საკეისრო კვეთა გაუკვეთა, რომელსაც შემდგომში კორონავირუსი დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ ჯუმბერ გოგიაშვილი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მას პირველივე სიმპტომი გამოუვლინდა.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამშობიარო სახლში სადეზინფექციო სამუშაოები მუდმივად ტარდება და ისინი ითვალისწინებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, გაცემულ ყველა რეკომენდაციას.

,,ვიმყოფები გორის სამეხდრო ჰოსპიტალში, თავს კარგად ვგრძნობ. ჯერ-ჯერობით ჩემი დაინფიცირების წყარო უცნობია. დაახლოებით რამდენიმე დღეში დავუბრუნდები სამსახურს" - ამბობს ჯუმბერ გოგიაშვილი

ავტორი: ომარ პავლიაშვილი