პრემიერის გზავნილი ოპოზიციას - ,,გირჩის“ კომენტარი


პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, რომ პროცესებმა ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს. გიორგი გახარია ამბობს, რომ პოლიტიკურ კრიზისს მთავრობა დაუპირისპირებს ისეთ მეთოდებს, რომლითაც გაიზრდება ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხი.

,,ერთმანეთს უნდა დაველაპარაკოთ თუ პირდაპირი საუბარი არ შეგვიძლია ჩვენი მეგობრების მეშვეობით, რაც შეეხება პირობებს, მე არ ვიქნებოდი წინაპირობების დაყენების მომხრე, მოდით დავჯდეთ და დავილაპარაკოთ წინაპირობების გარეშე. თუ რამე გამოჩნდა და გამოჩნდა, იქ დესტრუქცია ხდება ვინმეს მიერ, მერე აღმოვფხრათ , ვიდრე თავიდანვე წინაპირობებით ვილაპარაკოთ, რომელიც მოლაპარაკების პროცესს ძაბავს," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.