მოძრაობა ''სირცხვილია'' მთავრობას დაუმორჩილებლობას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს


მოძრაობა ''სირცხვილია'' მთავრობას დაუმორჩილებლობას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს.განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

''საპროტესტო გამოსვლების პასუხად, ხელისუფლებამ 22:00-დან 05:00-მდე გადაადგილება აკრძალა.ამიტომ დღეს პარლამენტის წინ ერთად გამოვუცხადებთ დაუმორჩილებლობას მთავრობის შეზღუდვებს!ხელისუფლებამ გუშინ ისევ არაპროპორციული ძალის გამოყენებით, სიცივეში ცივი წყლითა და ცრემლსადენი სითხით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.და იცით, სადამდე გაუვათ? სანამ საკუთარ სახლებში კომფორტულად მოკალათებულები დაკავებული ადამიანების რაოდენობასა და დასახიჩრების ტიპებს 7 ნოემბერს, 26 მაისსა და სხვა თარიღებს შევადარებთ.სანამ ეკრანებთან ჩასაფრებულები დავაკვირდებით, ვინმე ისე ხომ არ იქცევა, მისთვის წყლის ჭავლის მიშვერა რომ ღირდეს.სანამ უსამართლობაზე გაბრაზების ნაცვლად - შიში შეგვიპყრობს.კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ბიძინა ივანიშვილო! ჩვენ შენი არ გვეშინია.შენი მხოლოდ შენს დაქვემდებარებულ მონებს ეშინიათ. ნამუსის ფულზე გამყიდველ მონებს. ეშინიათ იმ “მუშკეტერებსაც”, კორონავირუსი რომ უფრო დიდ საფრთხედ ეჩვენებათ და “პოლიტიკაში არ ერევიან”, ამიტომ, წყლის ჭავლით გაწუწულ ადამიანებზე ხმას ვერ იღებენ.და ალბათ, ეს არის, ამ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ბედი. ცემისა და დაშინების მიუხედავად, ღირსებას არ ვთმობთ. გიკვირს, არა?ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ,ჩვენ, ვინც ყველაფრის მიუხედავად გამოვალთ გარეთ
და ხმას შევუერთებთ მშიერ რაინდებს,
და საპროტესტო წერილებზეც მივაწერთ სახელს…შენი დღეები დათვლილია! არ გემორჩილებით!

⚠️ ყურადღება ⚠️
18:00-ზე პარლამენტის წინ იწყება გაერთიანებული ოპოზიციის აქცია. დაუმორჩილებლობისთვის ვიკრიბებით მაქსიმუმ 21:00-დან, რადგან მერე კომენდანტი იწყება, ეცადეთ ცხრაზე უკვე პარლამენტის წინ იყოთ. დილის ხუთ საათამდე გადაადგილებას ვეღარ მოახერხებთ, გაითვალისწინეთ და მზად იყავით ღამის გასათენებლად, თუმცა, მაინცდამაინც მძიმე ნივთების წამოღებას არ გირჩევთ. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს ძალის გამოყენებით ჩვენს დაშლას, არ შეხვიდეთ ახლო ფიზიკურ კონტაქტში და გთხოვთ, მიჰყვეთ ჩვენს მითითებებს.''- ნათქვამია განცხადებაში