ძარცვა პეკინზე -წაღებულია ძვირადღირებული სამკაულები


პეკინის გამზირზე, 8 ნოემბერს, გვიან ღამით, საიუველირო მაღაზია "ფიორელა"-ში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ - ჩამსხვრეულია ვიტრინები და წაღებულია სამკაულები.

მაღაზიის მეპატრონემ ძარცვის შესახებ დაცვის სამსახურის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომლებმაც 112-შიც დარეკეს, მაგრამ ადგილზე საპატრულო ეკიპაჟის ნაცვლად საგამოძიებო ჯგუფი მივიდა. გამომძიებლებს სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან ამოღებული მტკიცებულებები უკვე გადაეცათ.