დავით ქაცარავა: ,,მე არ დავემორჩილები კომენდანტის საათს, მეც დავრჩები პარლამენტის წინ“


მისი თქმით, კომენდანტის საათის შემოღება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - ჩაახშოს ის მზარდი პროტესტი, რომელიც გაყალბებული არჩევნების შემდეგ არ ცხრება და ყოველდღიურად ძალას იკრებს.

,,დაახლოებით 2 საათის წინ ჩემი პროფილის ფოტოზე გაჩნდა წარწერა " მე არ ვემორჩილები კომენდანტის საათს" , რომელმაც დიდი აქტიურობა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია კომენტარებში.

ამ წინადადებამ ძირითადად სწორი აღქმა ჰპოვა საზოგადოების დიდ ნაწილში, რომელიც ამ წუთებშიც აქტიურად აკომენტარებს და რაღაც ნაწილ სოც ქსელის მომხმარებლებთან აქტიურ პოლემიკაშია შესული, რომელიც ცდილობს ნეგატიური ფონი შექმნას ჩემს ამ ფრაზასთან დაკავშირებით.

ჩემი ღრმა რწმენით, კომენდანტის საათის შემოღება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - ჩაახშოს ის მზარდი პროტესტი, რომელიც გაყალბებული არჩევნების შემდეგ არ ცხრება და ყოველდღიურად ძალას იკრებს.

ხვალ პროტესტი ახალ ეტაპზე გადადის- 15.00 საათზე რუსთაველზე დიდი მანიფესტაცია იგეგმება.

შემოღებული კომენდანტის საათი ემსახურება ზუსტად ამ პროტესტის განეიტრალებას - მთავრობა შიშობს,რომ ხალხი არ დაიშლება და ცდილობს პანდემიით მანიპულირებას.

ჩემი ამ განცხადებით მე ვამბობ - თუ პროტესტი მიიღებს 24 საათიან სახეს და ხალხი დარჩება რუსთაველზე, მიუხედავად დაწესებული შეზღუდვისა, მე არ დავემორჩილები კომენდანტის საათს, მეც დავრჩები პარლამენტის წინ!

მე არ ვემორჩილები კომენდანტის საათს არა იმიტომ, რომ არ მჯერა ვირუსის არსებობის, არამედ იმიტომ, რომ ვირუსს იყენებს ქოც მთავრობა ჩვენი პროტესტის გასანეიტრალებლად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად!

ძალა ერთობაშია!

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“- წერს ქაცარავა.