რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია იწყება


ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია იწყება. ოპოზიციის ლიდერები უკვე იკრიბებიან პარლამენტთან.

აღსანისნავია, რომ ზუსტად 4 საათში, ქალაქში გადაადგილება იკრძალება.

ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ელოდება, რომ დაშლილი აქცია ქუჩაში უფრო მეტ ადამიანს გამოიყვანს.

შეგახსენებთ, გუშინ მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, 19 ადამიანი კი დაიჭირეს.

ნიკა მელიამ, გვიან ღამით, მათ მხარდამჭერებს დაშლისაკენ იმ პირობით მოუწოდა, რომ დღეს, 6 საათზე რუსთაველის გამზირზე უფრო დიდი ენთუზიაზმით შეკრებილიყვნენ.