კახა კალაძე: ,,მინდა ვისაუბრო მნიშვნელოვან თემაზე, ეს გახლავთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა“


თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის მიერ დაგეგმილ და ნაწილობრივ განხორციელებულ მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მინდა ვისაუბრო მნიშვნელოვან თემაზე, ეს გახლავთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, როგორიც არის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ჩვენ დაწყებული გვაქვს ვაგონების განახლება. წლის ბოლოს მეტროს ახალი ვაგონები მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას. გარდა ამისა, ვმუშაობთ მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, სადაც დაახლოებით 50 წელია კაპიტალური სამუშაოები არ ჩატარებულა,"- განაცხადა თბილისის მერმა.