სოფელი ლენჯერი სრულად ჩაიკეტა


სოფელი ლენჯერი სრულად ჩაიკეტა.

სვანეთში მესამე დღეა მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს გამოვლენილი 14 შემთხვევიდან 12 სწორედ სვანეთიდანაა.

"12 ახალი შემთხვევა ისევ ლენჯერის თემს უკავშირდება, საგანგებო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლენჯერის თემში მოძრაობა გამკაცრდეს. ეპიდემიოლოგები მუშაობენ, გვინდა მათ სრული მოსახლეობა მოიცვან და გამოიკვლიონ. გაჟღერდა ვერსია, რომ თითქოს სასურსათო დეფიციტი იყო ლენჯერის მუნიციპალიტეტში რაც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს,"- აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი.

ამ ეტაპზე გაურკვეველია სრულად ჩაიკეტება თუ არა მესტიაც.