საქართველოში სახელბურთო სეზონი განახლდა


7-თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში სახელბურთო სეზონი ქვეყნის თასის გათამაშების შეხვედრებით განახლდა.

ტურნირი გლდანის აკადემიის დარბაზში მომდევნო სამი დღის განმავლობაში, ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. დღეს ოთხი მეოთხედფინალი გაიმართა და ყველა ნახევარფინალისტი გაირკვა.