ელისო კილაძე: „ბაჩალიაშვილი თავის სამსახურში მუშაობდა პორნო საიტების მომსახურებაზე”


შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ელისო კილაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

იგი აცხადებს, რომ საქმე ეხება სატელეფონო ზარს,რომელიც მასთან თამარ ბაჩალიაშვილის პოვნის დღეს განხორციელდა.

ელისო კილაძე: "სავარაუდოდ, რაც ჯერჯერობით ვიცი, საქმე ეხება იმ სატელეფონო ზარს, რომელიც იყო ჩემთან თამარ ბაჩალიაშვილის პოვნის დღეს, საღამოს და რომელმაც მომაწოდა კონკრეტული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბაჩალიაშვილი თავის სამსახურში მუშაობდა პორნო საიტების მომსახურებაზე. ეს პირი გახლავთ ლეგალური პირი. მე მასთან მქონდა რამდენიმე კომუნიკაცია შემდეგ, თუმცა ის უარს აცხადებს, იმ პირის დასახელებაზე, ვინც პირველმა მოუყვა ამ ფაქტის შესახებ. ის ამბობს, რომ არის უბრალოდ ინფორმაციის გამტარი და სთხოვეს, რომ ინფორმაცია გადმოეცა ჩემთვის," - განაცხადა ჟურნალისტმა.