პედაგოგობიდან აშშ-ს პირველი ლედის სტატუსამდე – ვინ არის ჯილ ბაიდენი?!


მე ვარ ჯილის მეუღლე. მისი სიყვარულისა და მხარდაჭერის გარეშე დღეს მე აქ არ ვიდგებოდი. იფიქრეთ თქვენ საყვარელ პედაგოგზე, რომელმაც სწავლის პერიოდში საკუთარი თავის რწმენა განგიმტკიცათ. სწორედ ასეთი პირველი ლედი იქნება თქვენთვის ჯილი” – ასე წარუდგინა აშშ- მომავალმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საზოგადოებას მეუღლე.

A timeline of Joe and Dr. Jill Biden's relationship - Insider

პირველი, რაც უნდა იცოდეთ ამერიკის შემდეგი პირველი ლედის შესახებ, არის ის, რომ ჯილ ბაიდენიინგლისური ენის პროფესორია, მას ოთხი აკადემიური ხარისხი აქვს, მათ შორის დოქტორის წოდება. ის აპირებს შეინარჩუნოს ყოველდღიური სამუშაო თეთრ სახლში გადასვლის შემდეგაც” – წერს USA Today.

At DNC, Jill Biden pledges husband Joe will 'make us whole'

ჯო ბაიდენის მეუღლე არ იცხოვრებს ისე, როგორც აქამდე ამერიკის პრეზიდენტების სხვა ცოლები ცხოვრობენ. ის იქნება პირველი ლედი და ამავე დროს, გააგრძელებს მუშაობას კოლეჯში, როგორც აქამდე მუშაობდა. თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ ჯილ ბაიდენი სამუშაოს არ მიატოვებს.

პოლიტიკური კარიერა:

ჯო ბაიდენის აშშ- ვიცე პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში (2009-2017), ჯილ ბაიდენი .. “მეორე ლედისტიტულს ატარებდა.

ამ პერიოდში ჯილ ბაიდენის საქმიანობაში შედიოდა საზოგადოებრივი კოლეჯების პოპულარიზაცია, ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ..

ჯილმა მიშელ ობამასთან ერთად ასევე წაიმოიწყო .. „ძალების გაერთიანების კამპანია“, რომელიც სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას ითვალისწინებდა. კერძოდ, იმას, რომ მათთვის საგანმანათლებლო პროგრამები და დასაქმების რესურსები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაეხადათ.

Joe Biden and Jill Biden's First Date - How Joe & Jill Biden Met