გიორგი გახარია - ,,ვირუსი არსად გაქრება”


პრემიერ-მინიტრმა მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მიუთითა.

გიორგი გახარია: "ვირუსი არსად გაქრება. ჩვენ ყველა, გლობალურად მსოფლიო უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება უნდა გაჩერდეს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის გავრცელების, გეოგრაფიის და სისწრაფის რისკების მართვა, რასაც მერწმუნეთ, რომ ჩვენ ეფექტურად ვაკეთებთ, მიუხედავად ცალკეული შემთხვევებისა.

შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვირუსი დაამარცხო. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად ფრთხილები და ყურადღებიანები იმისთვის, რომ ჩვენი თავის, ოჯახების და თანამოქალაქეების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ.

როდესაც ჩვენ შემზღუდავ ნაბიჯებს ვდგამთ, ეს განპირობებულია, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობაზე ზრუნვით, მაგრამ ასევე ეკონომიკაზე ზრუნვითაც. ამიტომ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.