საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთა ლიგის თამაშს გამოეხმაურა და ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვა


პრემიერ-მინისტრი ერთა ლიგის თამაშს გამოეხმაურა და ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვა.

„დღეს ჩვენს სპორტულ ცხოვრებაში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში. სამწუხაროდ, ეპიდემიამ ჩვენი რამდენიმე აქტიური და ლიდერი მოთამაშე გამოთიშა საფეხბურთო მოედნიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ სტადიონზე მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს, მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ვართ მათთან ერთად და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს და მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ დღეს ჩვენ ვიზეიმებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.