რეკომენდაციები, რომელიც სოლარიუმში უსაფრთხო გარუჯვისთვის დაგეხმარებათ


ყველა ამბობს, რომ სოლარიუმი ჯანმრთელობისთვის მავნებელია. თუმცა, პროფესიონალი კოსმეტოლოგების აზრით, მზეზე ან თუნდაც სოლარიუმში მიღებული რუჯი, ეფექტურად აქრობს გამონაყარს, ხელს უწყობს ფსორიაზის, ეგზემის, ატოპიური დერმატიტისა და ნეიროდერმიტის მკურნალობას.

მაგრამ არსებობს გარკვეული წესები, რომელიც კაბინაში შესვლამდე უნდა დაიცვათ

პირველ რიგში, სოლარიუმში წასვლამდე კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან. ხელოვნური რუჯი კატეგორიულად აკრძალულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სხეულზე ბევრი ხალი აქვთ. გარდა ამისა, სოლარიუმის რუჯი რეკომენდებული არ არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტრანკვილიზატორებს, ანტიდეპრესანტებს, არასტეროიდულ ტკივილგამაყუჩებლებს, ანტიბიოტიკებსა და რეტინოიდებს იღებენ. ეს წამლები კანის ფოტომგრძნობელობას ზრდის და ალერგიის გამოწვევა შეუძლია.


აუცილებელია რუჯის რეჟიმის სწორად შერჩევა. ის ოპერატორმა თქვენი კანის ტიპს უნდა მოარგოს.

სოლარიუმში არსებული ნათურების ექსპლუატაციის ვადა 540 საათია, შესაბამისად აუცილებლად უნდა იკითხოთ თუ როდის შეცვალეს ბოლოს ისინი. თუ ნათურა ახალი გამოცვლილია, სეანსის ხანგრძლივობა შეამცირეთ, რადგან ამ დროს დამწვრობის მიღების ალბათობა უფრო მაღალია.

სეანსის დაწყებამდე კანიდან ყველანაირი კოსმეტიკური საშუალება მოიშორეთ. მოიხსენით სამკაულები. სეანსის შემდეგ დაშვებულია მხოლოდ დამატენიანებელი და მკვებავი ნიღბები.

სეანსის დროს თვალები სპეციალური სათვალით უნდა დაიცვათ. თუ კონტაქტურ ლინზებს ატარებთ, გარუჯვის პროცესის დაწყებამდე ისინი აუცილებლად მოიხსენით.

ხელოვნური რუჯის სეანსის მაქსიმალური სიხშირე 2 დღეში ერთხელ უნდა იყოს. ერთი მთლიანი კურსი ზედიზედ ათ ვიზიტს არ უნდა აღემატებოდეს.


მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენგანმა იცის რუჯის მავნე ზემოქმედების შესახებ, ჩვენზე მაინც ახდენს გავლენას მოდის ტენდენციები და ჩვენც აქტიურად დავდივრთ გასარუჯად სოლარიუმებსა თუ აუზებში. კანის დაავადების ალბათობა რომ მცირედით მაინც შეამციროთ, გაითვალისწინეთ ზემოთ მოცემული რეკომენდაციები და გაირუჯეთ უფრო უსაფრთხოდ.