სასარგებლოა თუ არა ბავშვისთვის რძე?


მშობლები ხშირად ინტერესდებიან არის თუ არა ძროხის რძე და ძროხის რძის ნაწარმი ბავშვისთვის სასარგებლო.

აღსანიშნავია, რომ ძროხის რძე და მისი ნაწარმი მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა. წარმოადგენს კალციუმისა და B–ჯგუფის ვიტამინის, ცილებისა და ადვილად ასათვისებელი ცხიმების წყაროს“, – აცხადებს ქალბატონი მაია.

ძროხის რძისგან დამზადებული მაწონი და ხაჭო

რძე, ხაჭო და ცოტა მაწონი

ძროხის რძის ნაწარმი, მაწონი, რეკომენდებულია 7 თვიდან, როგორც დამოუკიდებელი კვება.

იგი უნიკალური რძემჟავა პროდუქტია. მაწვნის როგორც რძემჟავა პროდუქტის უპირობო უპირატესობა რძის ცილის მაღალი შეთვისებადობა და ლაქტოზის (რძის შაქრის) დაბალი შემცველობაა. ასევე ხაჭო, რომელსაც მაღალი კვებითი ღირებულება აქვს.

რა ასაკიდან შეიძლება ძროხის რძის მიღება?

რატომ კრძალავენ პედიატრები ჩვილ ასაკში ძროხის რძესა და მაწონს - mshoblebi

ბავშვის კვების რაციონში ძროხის რძე შეგიძლიათ დაამატოთ 1 წლის ასაკიდან და აუცილებლად განზავებული სახით.

12 თვემდე ასაკის ჩვილები

ჩვილი რომ არ გაიგუდოს - რეკომენდაციები უსაფრთხო ძილისთვის - მკურნალი.გე

ჩვილისთვის 12 თვემდე ძროხის რძე არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მასში ცილა 3–ჯერ მეტია, ვიდრე ქალის რძეში და 2–ჯერ მეტი ვიდრე ხელოვნურ ფორმულაში. ძროხის რძე კალციუმს, ფოსფორსა და სხვა მინერალურ ნივთიერებებს 3–ჯერ მეტი ოდენობით შეიცავს. ზედმეტი ცილები და მინერალური ნივთიერებები ჩვილის ორგანიზმისთვის საზიანოა.