ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს


ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს მისი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ტოვებს. ვაისა გუშინდელი თამაშის გამო ბოდიშს იხდის და გუშინდელ დღეს უიღბლოს უწოდებს.

"ჩემი სამუშაო დასრულებულია. ჩემი დრო ამოიწურა. ეს არ იყო ადვილი დრო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი 5 წელიწადი იყო. დამწუხრებულნი ვართ", - აცხადებს ვაისას.

შეგახსენებთ, ქართველმა ჟურნალისტებმა ვაისას გუშინდელი პრესკონფერენცია პროტესტის ნიშნად დატოვეს.