ვლადიმერ ვაისი წავიდა - ნახეთ ვინ უხელმძღვანელებს ნაკრებს ესტონეთთან შეხვედრისთვის მომზადებისას


ვლადიმერ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩზე რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს.განცხადებას,საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

"მადლობას ვუხდით ვლადიმირ ვაისს გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში. რაც შეეხება ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების დასკვნით მეექვსე მატჩს, რომელიც 18 ნოემბერს დინამო არენაზე ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ არის დაგეგმილი, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, დროებითი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სვანაძე შეასრულებს", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ , ვაისთან შეთანხმებით, საქართველო - სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.