შეაფასე - ძირითადად ერთ პერსონაჟ გოგონას ვხატავ, რომელსაც ბავშვობიდან სიზმარში ვნახულობ - სოფო მოდებაძე


„ძირითადად ერთ პერსონაჟ გოგონას ვხატავ, რომელსაც ჟოზეფინა ჰქვია და რომელსაც ბავშვობიდან სიზმარში ვნახულობ,“ _ ამის შესახებ ქართველი მხატვარი სოფო მოდებაძე გვიყვება, რომელიც ახლა ესპანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

 

როგორც თავად ამბობს, თვითიზოლაციის დროს მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა და ახლა უფრო მეტი დრო რჩება ხატვისთვის. სწორედ ამიტომ, პანდემიის დასრულების შემდეგ პერსონალური გამოფენის მოწყობასაც გეგმავს.

სოფო ვიდეოში თავისი ნახატების გმირ გოგონაზე გვიყვება, გვიზიარებს ახალ წამოწყებას და ყველას ურჩევს, რომ ხელოვნებით დაკავდეს, რადგან ეს ნებისმიერ ადამიანზე დადებითად მოქმედებს.

 

 

„ოჯახთან ერთად ესპანეთში ერთ-ერთ პატარა რაიონში ვცხოვრობ. პროფესიით მხატვარი ვარ და ჩემი ძირითადი დრო ხატვაში იხარჯება.

ჩემი ცხპვრებაც რადიკალურად შეიცვალა. ვიყავი ძალიან დატვირთული თვითიზოლაციაში კი მხოლოდ ხატვის და სახლში ყოფნის უამრავი დრო მაქვს.

თვითიზოლაციამ გაასამმაგა ჩემი ნამუშევრების რაოდენობა, რაც იმის წინაპირობა გახდა, რომ ამ მდგომარეობის დასრულებისთანავე პერსონალურ გამოფენას გავაკეთებ.

ძირითადად ერთ პერსონაჟ გოგონას ვხატავ, რომელსაც ჟოზეფინა ჰქვია და რომელსაც ბავშვობიდან სიზმარში ვნახულობ.

გოგონა ვიზუალურად ცოტა შეუხედავია მაგრამ პოზიტიური და დადებითი პერსონაჟია. ჩემთვის მას საოცრად დიდი ბედნიერება და სიხარული მოაქვს.

მაქვს ჟოზეფინების მთელი სერია და იმ რაიონში, სადაც ვცხოვრობ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს,“ _ აღნიშნავს სოფო მოდებაძე რუბრიკა „შეაფასე“-ს ვიდეომიმართვაში.