მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში - ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი


საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში და გამოიყენონ თავიანთი მანდატები პარლამენტში იმისათვის, რომ პატივი მიაგონ დემოკრატიული გზით გამოხატულ მოქალაქეთა ნებას,"- წერს ევროპარლამენტარი.