ბოლო 24 საათში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა - ნახეთ რომელ რეგიონში რამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კორონავირუსს


საქართველოში ბოლო 24 საათში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

მათ შორის თბილისში - 16, აჭარაში - 8, იმერეთში - 8, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 3, ხოლო კახეთში - 2 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით საქართველოში 853 ადამიანი გარდაიცვალა.