"თეთრი სიკვდილი" - მარილი და შაქარი


გემრიელი საჭმელი და დესერტი, წარმოუდგენელია მარილისა და შაქრის გარეშე. მავნე თვისებების გამო მას „თეთრი სიკვდილიც“ უწოდეს. თუმცა, ამ პროდუქტების მიღება აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის.

შაქ­რის და­საშ­ვე­ბი დღი­უ­რი დოზა და­ახ­ლო­ე­ბით 9 ჩაის კოვ­ზია. ამ ციფრ­ში იგუ­ლის­ხმე­ბა არამ­ხო­ლოდ სუფ­თა სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი ეს პრო­დუქ­ტი, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც შა­ქარს შე­ი­ცავს.

მა­გა­ლი­თად, ერთ ძეხ­ვი­ან ბუ­ტერბროტ­ში 4 ჩაის კოვ­ზი შა­ქა­რია, ანუ დღი­უ­რი ნორ­მის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი. ამი­ტომ ნე­ბის­მი­ე­რი მზა პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბამ­დე
უნდა გაიგოთ შე­ი­ცავს თუ არა შა­ქარს.

როგორ შე
ამციროთ შაქრის რაოდენობა ?

დალიეთ წყალი, ან ხილის დაუტკბობელი ნატურალური წვენი,შაქრიანი გამაგრილებელი სასმელის მაგივრად.

გაზიანი სასმელები დაუმატეთ ნაწურალურ წვენს.

თუ შეამცირებთ შაქრის რაოდენობას ჩაიში და ყავაში, მომავალში შეძლებთ სასმლის უშაქროდ მირთმევასაც.

შაქრის შეძენამდე შეამოწმეთ პროდუქტი და აირჩიეთ ისეთი, რომელსაც შაქრის ნაკლები შემცველობა აქვს.

მოერიდეთ შაქრიან, თაფლიან ან ჯემიან საკონდიტრო ნაწარმს.

მარილი სიმლაშის შეგრძნებით არ განისაზღვრება.

სუფრის მარილის მოჭარბებულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მაღალწნევიანობა, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და გაჟონვის განვითარების საფრთხეს. მაღალწნევიანობას, როგორც წესი სიმპტომები არ გააჩნია, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ძალიან ზრდის ზემოთ აღნიშნული დაავადებების განვითარების რისკს.

ზრდასრული ადამიანებისთვის დასაშვები დღიური ნორმა არ უნდა აჭარბებდეს 6 გრამს, რაც დაახლოებით ერთ ჩაის კოვზს შეადგენს. თუ თქვენ ხშირად უმატებთ მარილს საკვებს, ეცადეთ შეამციროთ ეს რაოდენობა, თქვენი საკვები უკვე შეიცავს საკმაო რაოდენობით მარილს. შეამოწმეთ საკვების კვებითი ღირებულება მარილის რაოდენობის სანახავად და ეცადეთ შეარჩიოთ საკვები ნაკლები მარილის შემცველობით.