წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, თუმცა ეს კურორტებს შეეხება თუ არა, ჯერ არ არის ცნობილი - ნათია თურნავა


ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა განმარტავს, შეეხება თუ არა კოვიდის პანდემია ზამთრის კურორტებს.

როგორც თურნავა ამბობს, წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, თუმცა ეს კურორტებს შეეხება თუ არ, ჯერ არ არის ცნობილი.

„ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. თქვენ იცით, რომ მასშტაბურ „ლოქდაუნს“ არ ვაპირებთ ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოზიცია. უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, ანუ ვმართოთ თუნდაც ეპიდემიის ასეთი გაზრდილი გამოვლინებები. - განაცხადა ნათია თურნავამ.