ეს პროექტი დაასაქმებს 2 000 ადამიანზე მეტს საქართველოს მოქალაქეს, პირველ რიგში, ეს ადგილობრივი მოსახელობა იქნება - ნათია თურნავა


ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მთავრობა ნამახვანჰესის პროექტის მკაცრ მონიტორინგს ახორციელებს, ინვესტორი ვალდებულია მათ თითოეული ეტაპი ცალ-ცალკე შეუთანხმოს, ამიტომ რაიმე წუხილი ამ თემაზე გადაჭარბებულად მიაჩნია.

"პიკზე ეს პროექტი დაასაქმებს 2 000 ადამიანზე მეტს საქართველოს მოქალაქეს, პირველ რიგში, ეს ადგილობრივი მოსახელობა იქნება. დღესაც, მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, ძალიან დიდი დოზით ადგილობრივი, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა ჰყავთ დასაქმებული და ჩართული. მთლიანობაში, რასაკვირველია, არ არის კარგი, როცა მსგავსი ექსცესები ახლავს მსხვილ პროექტს, თუმცა, ისიც მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი, ზოგადად ბევრ ქვეყანაში, როდესაც დიდი პროექტი ხორციელდება, რომელსაც აქვს გარკვეული გავლენა გარემოზე, საკმაოდ გააჩნია რთული ინჟინერია, დიზაინი, არის, ხოლმე, კითხვები, პროტესტის გამოხატულება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, კომპანიის აქტიურობით, ჩვენი მედიაციით ეს პროცესი თანდათან მშვიდობიანად განიმუხტება და დალაგდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.