ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმეს COVID-19 დაუდასტურდა
ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმეს კორონავირუსი დაუდასტურდა, სასულიერო პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
82 წლის მთავარეპისკოპოსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. მას COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომები აქვს. დიაგნოზი მას გეგმური ტესტირების შედეგად დაუსვეს.