მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამომრჩევლები, ვინც მხარი დაუჭირა პატარა პარტიებს, იმედგაცრუებული არიან - ანრი ოხანაშვილი


ენმ ახერხებს, საკუთარი, "ვიწროპარტიული დღის წესრიგის მიხედვით ატაროს პატარა ოპოზიციური პარტიები", რის გამოც, "ამ პარტიების ამომრჩეველი იმედგაცრუებულია". - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა არჩევნები "შემდგარად და ლეგიტიმურად" მიიჩნიეს, ამიტომ, ოპოზიციამ "არ უნდა დაღალოს ხალხი" და პარლამენტში უნდა შევიდეს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამომრჩევლები, ვინც მხარი დაუჭირა პატარა პარტიებს, იმედგაცრუებული არიან, რადგან აღმოაჩინეს, რომ მხარი დაუჭერიათ ნაციონალური მოძრაობისთვის და არა ამ პატარა პარტიებისთვის. სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა ახერხებს, საკუთარი დღის წესრიგის მიხედვით ატაროს ეს პატარა პარტიები, მაგრამ ამ პარტიებს ჯერ კიდევ მოუწევთ ტესტის ჩაბარება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მხარდაჭერას დაკარგავენ, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.