ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის შენობის გარე ფასადის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი ამხილა


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შენობის გარე ფასადის დაზიანების ფაქტზე 48 წლის ბ.წ. ამხილეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.წ.-მ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შენობას ქვა ესროლა და გარე ფასადის მინა დააზიანა. ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზიანებული მინის ღირებულება შეადგენს 145 ლარს", - წერია განცხადებაში.