ზესტაფონში მამაკაცმა ინტერნეტის გადამცემ ანძას ცეცხლი წაუკიდა


ზესტაფონში ინტერნეტის გადამცემი მოწყობილობის განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სოფელ სვირში ადგილობრივმა გადამცემს ცეცხლი წაუკიდა.

მამაკაცის მტკიცებით, ინტერნეტმოწყობოლობის გამოსხივება აქვს და გადამცემი ანძა მას საფრთხეს უქმნის.

აღნიშნული პიროვნება ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მინდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.