უმძიმესი ფოტო საავადმყოფოდან, სადაც ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა


რუსთავში მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ სულ ცოტა ხნი წინ გახდა ცნობილი.

3 წლამდე ბავშვი, რომელიც რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. მცირეწლოვანი კლინიკა "რუსთავში" იყო მოთავსებული. მას მრავლობითი ტრავმები და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს, მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა 3 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში მე-19 მიკრორაიონში მცირეწლოვანი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მეზობლებმა გამოიძახეს.