ქართული ოცნება მოუწოდებს ოპოზიციას მონაწილეობა მიიღონ სატელევიზიო დებატებში - მამუკა მდინარაძე


„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპოზიციას, მონაწილეობა მიიღონ სატელევიზიო დებატებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ მეტი გამბედაობა, ნუ შეუშინდებიან სიმართლეს და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში. შევახსენებთ მათ, რომ დებატებზე უარის თქმა აღიქმება სრულ კაპიტულაციად და იმის აღიარებად, რომ საუბარი არჩევნებში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების შესახებ ცარიელი სიტყვები, სიყალბე და სპეკულაციაა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.