აფეთქება ლანჩხუთში - ერთ-ერთ დაშავებულს სხეულის 80% დამწვარი აქვს


ლანჩხუთში მომხდარი საცხოვრებელი სახლის აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. 45 წლის მამაკაცი სხეულის 80%-იანი დამწვრობით ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

მეორე დაშავებულის, დაახლოებით 20 წლის პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია და ლანჩხუთში განაგრძობს მკურნალობას.

წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსში მომხდარი აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.