ხუბულავას ქუჩაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა


ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, შედეგად, სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ექიმების ინფორმაციით, ორ მათგანს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება, ერთს პაციენტს კი ტვინის შერყევა აქვს.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.