ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა


ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) 65 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

„დღეს დილით გარდაიცვალა. სიმსივნე ჰქონდა და ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა, კორონავირუსიც ჰქონდა, - განაცხადა ჯაღმაიძემ "პალიტრანიუსთან“ საუბრისას.

ის ეპისკოპოსად 2014 წლის 11 ივნისს აკურთხეს.