“არავის აქვს უფლება, მათი ნების საწინააღმდეგოდ შეიყვანოს ან არ შეიყვანოს პარლამენტში ვინმე” – ირმა ინაიშვილი


“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი გუშინ, “ღამის კურიერში” ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასა პასუხობს.

ინაიშვილის განცხადებით, არავის აქვს უფლება, მათი ნების საწინააღმდეგოდ შეიყვანოს ან არ შეიყვანოს პარლამენტში ვინმე.

“ჩვენი პარტიის პოზიცია ურყევია, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და არ გვინდა დავუშვათ ფაქტი, რომ არჩევნები ყალბდება. თუ ამას დავუშვებთ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ყველაფერზე თვალს ვხუჭავთ და მხიარულად შევდივართ პარლამენტში, სადაც ოპოზიციას ყველანაირი ბერკეტი წაართვეს საპარლამენტო საქმიანობის დამახინჯებული რეგლამენტის მიღების შედეგად. რაც შეეხება მექანიზმს, რომ უმრავლესობა მაინც, ჩვენი ნების მიუხედავად, შეგვიყვანს პარლამენტში. ეს მტკნარი სიცრუე და კობახიძის მხრიდან არაკომპეტენტური გამოხატულებაა. არავის აქვს უფლება, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ შეგვიყვანოს ან არ შეგვიყვანოს პარლამენტში,” – აცხადებს ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, “ღამის კურიერში” სტუმრობისას “ქართული ოცნების” აღმსარულებელი მდივანმა განაცხადა, რომ შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს კონსტიტუციაც შეიცავს და პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს.

ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ამჯერად ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაა. ამ წუთებში შუამავალ ელჩებთან მოლაპარაკებები განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობს. კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერს შეხვდებიან, თუმცა ინდივიდუალურად.

ამასთან, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, ევროკავშირის ელჩის რეზიდენცია უკვე დატოვა. მისი განცხადებით, მათი პარტიის პოზიცია ურყევია და ისინი ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.