“ჯანმო” კოვიდპაციენტების სამკურნალოდ “რემდესივირის” გამოყენებას ეწინააღმდეგება – ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები კოვიდინფიცირებულ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში სამკურნალოდ პრეოარატ “რემდესივირის” გამოყენების წინააღმდეგ გამოდიან. ამის შესახებ განცხადებას “ჯანმოს” ექსპერტები ავრცელებენ.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ აღნიშნული ანტივირუსული პრეპარატი კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

ცნობისთვის, ოქტომბერში, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ( FDA) კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატი „რემდესივირი” ოფიციალურად დაამტკიცა

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „რემდესივირზე“ ჩატარებულმა კლინიკური გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა გამოჯანმრთელების საშუალო დრო ხუთი დღით შეამცირა.