შეზღუდვა, რომელიც არჩევნების დღეს მოიხსნება


საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვის და მომდევნო დღეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები იხსნება.

ცვლილების თანახმად, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, 21-22 ნოემბერს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება.