ბრედ პიტი თავად ატარებდა პროდუქტებით დატვირთულ მანქანას და გადმოჰქონდა ყუთები - რა მოხდა ლოს ანჯელესში?


მადლიერების დღესთან დაკავშირებით პოპულარულმა მსახიობმა ბრედ პიტმა ლოს ანჯელესში დაბალ შემოსავლიან ოჯახებს პროდუქტები დაურიგა.

ბრიტანული მედიის მიერ გარცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბრედ პიტი თავად ატარებდა პროდუქტებით დატვირთულ მანქანას, თავად გადმოჰქონდა იქიდან ყუთები და სახლებში არიგებდა.

შეერთებულ შტატებში მადლიერების დღეს ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღნიშნავენ.