ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა არ უნდა გადაწყვიტოს საქართველოს საქმეები საკითხი ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ


ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან იდივიდუალურ შეხვედრებს ამერიკის ელჩი, კელი დეგნანიც შეუერთდა. დეგნანის თქმით, პოზიტირუი ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ ერთად მუშაობენ და გამოსავლის მოძებნას ცდილობენ, ხოლო რა უნდა იყოს კომპრომისი, ეს მათი გადასაწყვეტია.

"ძალიან პოზიტიური ნიშანია რომ პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ ერთად მუშაობენ და ცდილობენ გამოსავალი იპოვონ. ვფიქრობ ეს ნამდვილად პოზიტიურია. ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა არ უნდა გადაწყვიტონ, საკითხი საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ. პოლიტიკოსები მუშაობენ იმისთვის რომ ეს საკითხი გადაიჭრას. ჩვენ მზად ვართ შეძლებისდაგვარად მხარი დავუჭიროთ კონსტრუქციულ საუბარს. რა შეიძლება იყოს კომპრომისი ეს ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ", -განაცხადა კელი დეგნანმა.