,,მკურნალობის კურსი სახლის პირობებში დავიწყე, მაგრამ ყოველ დღე უფრო ცუდად ვხდებოდი“ - ექსკლუზიური ინტერვიუ კოვიდინფიცირებულ ექთანთან


Dianews.ge გორელ ექთანს, ქალბატონ ნონა ნადირაშვილს ესაუბრა, რომელმაც covid19 დაამარცხა.

მისი თქმით, გორმედის კოვიდ კლინიკაში განსაკუთრებულად ზრუნავენ თითოელი პაციენტის ჯანმრთელობაზე და აქვთ საუკეთესო მომსახურეობა.

- თუ იცით თქვენი ინფიცირების წყარო და დაახლოებით რამდენი ხანია რაც ხართ კოვიდდადებითი?

- ინფიცირების წყარო ზუსტად არ ვიცი, სამსახურში დავინფიცირდი ალბათ, მე თვითონაც ამბულატორიის ექთანი ვარ. ვიგრძენი, რომ არ ვიყავი კარგად, ტესტი გავიკეთე და COVID19 დამიდასტურდა. მეთხუთმეტე დღეა დღე რაც ვირუსს ვებრძვი.

- სად გადიოდით მკურნალობის კურსს და ახლა როგორ გრძნობთ თავს?

- მკურნალობის კურსი სახლის პირობებში დავიწყე, მაგრამ ყოველ დღე უფრო ცუდად ვხდებოდი. კვირას დილით შემოვედი გორმედის ცხელების ცენტრში და მას შემდეგ, ყოველი დღე იყო იმედის მომცემი, ყოველ დღე უკეთესდებოდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩემს მკუნალ ექიმებს მღებრიშვილ გიას, თეონა ჯანაშიას და მასურაშვილ ნანას არ დაუშურებიათ ძალისხმევა. დღეს მწერენ საავდმყოფოდან და მინდა DiaNews.Ge-ის დახმარებით, გამოვხატო უზომო მადლიერება და სიყვარული.

ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს, ბატონ გია მღებრიშვილს, ქალბატონ ნანა მასურაშვილს, თეონა ჯანაშიასა და მთლიანად სამედიცინო პერსონალს. ისინი არ იშურებენ ძალას და თითოეული პაციენტის ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად იბრძვიან, ყურადღება აქ არავის აკლია და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ გაწეული შრომისთვის.