გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდათ - ნახეთ რამდენი წელი მიუსაჯა სასამართლომ


მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდათ.

სასჯელის ვადები ამგვარად განისაზღვრა:

ლაშა შერმადინი - 5 წელი და 3 თვე;

გიორგი მერაბიშვილი - 5 წელი და 3 თვე;

ნიკოლოზ ცუცქირიძე - 5 წელი და 3 თვე;

ნიკოლოზ ქანაშვილს - 3 წელი და 9 თვე

აკაკი ქვრივიშვილი - 6 წელი და 9 თვე;

ზ.ხ - 6 წელი და 9 თვე;

მსჯავრდებულების ადვოკატები გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება არასრულწლოვნებს ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.

წყარო: რუსთავი2