მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელს უეფამ ჯილდო გადასცა


მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელს ჯესი სურმავას უეფამ ჯილდო წლის საუკეთესო გრასრუტ ლიდერის ნომინაციაში გადასცა.

სურმავა ამ ნომინაციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წარადგინა და ის გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ეს პრიზი მიიღო.

პროექტის ფარგლებში ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გამარჯვებულებს ყოველწლიურად ხუთ ნომინაციაში ასახელებს - საუკეთესო გრასრუტ პროექტი, საუკეთესო გრასრუტ ლიდერი, საუკეთესო გრასრუტ კლუბი, საუკეთესო ინიციატივა შშმ პირებისთვის და საუკეთესო პროფესიული საფეხბურთო კლუბი.