არავითარი შემხვედრი წინადადება „ქართული ოცნებიდან“, აქამდე არ ყოფილა - ხატია დეკანოიძე


ჩვენი მხრიდან კომპრომისი არის ის, რომ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთ. გვინდა, რომ რაღაცნაირად შეთანხმება მოხდეს, მაგრამ შეთანხმებას აქვს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, ეს არის ახალი არჩევნები. შესაბამისად, სხვა კომპრომისული სივრცე ჩვენ არ გვაქვს, რადგან ჩვენ უკან არიან საქართველოს მოქალაქეები. ძალიან მნიშვნელოვანია გესმოდეს, რომ მთელი პასუხიმგებლობა იმ კრიზისზე, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში, ეკისრება ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ გუნდს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ჩვენ მათ გეგმა შევთავაზეთ, თუ როგორ ვხედავთ ამ კრიზისიდან გამოსავალს, ეს არის ახალი არჩევნები, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით საპარლამენტო ქვეყნებში არის კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალება. ველოდებით ახლა შემხვედრ წინადადებებს. არავითარი შემხვედრი წინადადება „ქართული ოცნებიდან“, აქამდე არ ყოფილა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.