17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 20,74%-ს შეადგენს ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში


17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 20,74%-ს შეადგენს, - ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში, 30-ე მაჟორიტარულ ოლქში, ხოლო ყველაზე დაბალი კი ნაძალადევში, მე-7 მაჟორიტარულ ოლქში 16%.

„17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 20,74%-ს შეადგენს. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში, 30-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც შედის ქედის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტები და მისული ამომრჩევლის რაოდენობა არის 30,162. ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ნაძალადევში, მე-7 მაჟორიტარულ ოლქში, 16%. თუ შევადარებთ ამომრჩევლის აქტივობას 2016 წლის არჩევნების მე-2 ტურს, 17:00-ის მონაცემებით, 2016 წელს დაფიქსირდა 30,99 პროცენტი.